Mittwoch, 2. Juli 2014

ქუჩაში

ბევრი ფული რომ მქონდეს
და დრო,
გაგაჩერებდი ქუჩაში, ბები,
და გკითხავდი:
რად გაქვს თვალები ნამტირალევი?
გინდა ამანათი გავუგზავნოთ შენს შვილს ციხეში?
ან გინდა -სახლში წამოგყვები, მივალაგოთ იქაურობა.
რა გამხდარი ხარ, ბები, განადგურებული გაქვს სახე.
ვწუხვარ, რომ ასე ჩაიარა შენმა ცხოვრებამ.
რა საყვარელი ხარ, ბები, ალბათ რა კარგი გოგო იქნებოდი,
ალბათ ჩემსავით დააბიჯებდი მაშინ ქუჩებში
და უცნობ მოხუცებს თანაუგრძნობდი.