Mittwoch, 6. Mai 2009

გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)

"...მაგრამ უმთავრესი მაინც ეგაა, - სხაპასხუპით წამოაწია სიტყვა უკვე თქმულს, - ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი, მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.ჩემდა თავათ მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ.ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო.თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ ყოჩი არ წარუძღვანე, კბოდეზე გადასცვივა სულელი ცხვარი.შენი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა ღია კარიდან. ჩემისთანანი თუნდაც ათასიც წამოგეხმარონ და ვაჯობოთ კიდევაც ზვიადის ლაშქარს, მეორე დღესვე იგივე დატრიალდება ფხოვში რაც კვეტარის ციხეში მოხდა იმ ღამეს.ერისთავი უსინათლოა, შენ ქალი ხარ, ხევისბერები და ხევისთავები დაერევიან ურთიერთს, ამასობაში გზებიც გაიხსნება, ზვიადის ლაშქარი მოვა ხელახლა, დიდსა და მცირეს გაჟუჟავენ, იცოდე".

ასე ამბობდა უტა არსაკიძე ”დიდოსტატის მარჯვენაში”. კომენტარი თქვენთვის მომინდვია.

3 Kommentare:

ketketa hat gesagt…

ვაიმე, როგორ მომინდა ახლა სახლში ყოფნა, სავარძელი და დიდოსტატის გადაშლა...
და სულ ერთ დღეში რო ვართ რა როჟები ვართ?!
ჩვენთან დრო არ გადის მგონი.

© hat gesagt…

აი კომენტარიც:

"ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი...

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას...

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ...

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

სამწუხაროდ ახლა არც დიდი კაცი გვაყვს გამორეული... სამაგიეროდ - მოღალეტეები გვყავს, სკამის და ”სარდლობის” მწყურვალები... ხოდა ეხლა მაკედონელი კი არა, მართლა წმინდა გიორგი უნდა ჩამოვიდეს ალბათ, რომ რამე გვეშველოს. იმედია მაქამდე არ მივა საქმე... კი მეშინია, მართალი გითხრა და ცუდი სუნი მცემს... როგორც ნინომ აღნიშნა გუშინ, წმინდანთა მობილიზება გვჭირდებაო :)) ხო, საყოველთაო მობილიზება... :)

აი, ასე

პ.ს. გიორგი მეფის სიკვდილისწინა მონოლოგიდან იყო ეგ ნაწყვეტები, მიხვდებოდით ალბათ :)

Kalo hat gesagt…

მეფე გიორგი თვითონ რეებს სჩადიოდა ოღონდ სანამ დადგებოდა ჟამი ნაწლავების გადახლართვისა?:-)
მიშა რას იტყვის სიკვდილის წინ ვინ იცის :-):-)