Sonntag, 13. Dezember 2009

ლიტერატურული თამაში (ოდეს დათაგულ ვიქენ ქეთქეთასაგან)

ქეთქეთამ გაიხაროს ჯერ მარტო ბლოგზე ისევ რაღაცის დაწერა რომ მაიძულა, იმიტომ, და მაპატიოს, ასი წლის მერე რომ გამოვეხმაურე მის გამოწვევას :)

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

მოდი, გამოვტყდები, მაინც არა არს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს – მგონი წელს არც წამიკითხავს არაფერი მაინცდამაინც. ყოველ შემთხვევაში, ხელში რომ წიგნი ამეღოს, ყდისთვის დამეხედოს და მერე გადამეშალოს ამ წიგნის წაკითხვის მიზნით – ეგეთი არაფერი მახსენდება. სამაგიეროდ, რამდენიმე მილიონ ვიდეოს ვუყურე იუთიუბზე და რამდენიმე გიგაბაიტი ინფორმაციაც მივიღე ზოგადად, იშვიათად ამოვიბეჭდავ ხოლმე რაღაცას, როცა ვხვდები, რომ იმ ფურცელს მინდა შევეხო, რომელზეც წერია ესა თუ ის.
საშინელება გავხდი, ფუქსავატი, რა ქვია ამას კიდევ.. აა, თუმცა ერთი წიგნი გამახსენდა, ერთი რეალური წიგნი, რომელიც წელს ხელში მეჭირა და ისე წავიკითხე (და არა კომპიუტერის ეკრანიდან). ინგლისურად წავიკითხე, მართალია, დიდი მოინგლისურე არ ვარ, მაგრამ წიგნი ფანტასტიკური ენით არის დაწერილი. ენაზე გავფანატდი პირველ რიგში:
If nobody speaks of remarkable things - Jon McGregor

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი

იოზეფ ფონ აიხენდორფი – ბავშვობაში სკოლაში მასწავლიდნენ მის ლექსებს გერმანულად, ერთ–ერთ მათგანზე დღემდე ვგიჟდები – Mondnacht!

„როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“ – ამ ჭეშმარიტებას ვერსად გავურბივარ. საერთოდ ლექსის და პოეზიის არსი გალაკტიონშია კონცენტრირებული ჩემთვის. დანარჩენი უკვე სხვა განზომილებაა.

მყავს ნეტა მესამე საყვარელი პოეტი? ჯიმ მორისონზე ვიფიქრე, მაგრამ რომ ვთქვა, მესმის მაგრად მისი პოეზია თქო, სისულელე იქნება, უბრალოდ ვგიჟდები მის მუსიკაზე და ტექსტებიც თავისით მიჯდებოდა, როგორც ყოველთვის, თავში. ისეთები, როგორიც არის : When you’re strange, no one remembers your name..ან კიდევ: music is your special friend until the end.. და ან: For if we don’t find the next whisky bar/ I tell you we must die, I tell you we must die.. უფ, მაგრა გავერთე, წარსული გამახსენდა, და ეს კითხვაც ესე გავატარეე.. :)))

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი

ჰერმან ჰესე.

იოჰან ვოლფგანგ ფონ გიოთე. (გოეთე მაგარი ხეპრული გამოთქმაა, რენაულტის ვარიანტია, მაგრამ ეხლა რაღას ვიზამთ, ყველა ქართველის თავში გოეთედ არის დამკვიდრებული..)

ეს ორი ისე, ყოველგვარი ზედმეტი დაფიქრების გარეშე. აი, მესამეზე ისევ ვიჭედები. მახსოვს, მორიაკზე ვაფრენდი ახალგაზრდობაში, ოღონდ იქიდან იმდენი დრო გავიდა, ალბათ ათ წელზე მეტია, აღარ წამიკითხავს. არადა, ზეპირად ვიცოდი ფრაზები, რომლებიც მომწონდა. ზუსტად იგივე შეეხება მოემს, თეკერეის, ჰემინგუეის.. შედარებით გვიანდელია – ზიუსკინდი ჩემს ცხოვრებაში. რომელი ამოვირჩიო ამათგან, არ ვიცი. გერმანელი იუდით ჰერმანი – აი, ეს კი კარგად მახსოვს, გერმანიაში ყოფნისას წავიკითხე და შევიყვარე. მაგარი ტიპია. ეს იყოს მესამე :) მაგარი სვეტი ბერლინელი მწერალია, კარგია რა. ნათარგმნიც არის ინგლისურადაც და რუსულადაც, так что, могу порекомендовать. უი, რუსები სულ რო არ გავიხსენე?! არადა – რა ვიცი, მაგათ გარეშე ლიტერატურა.. მაგრამ ეხლა აქ გავჩერდები, თორემ დომხალი გამოვა რაღაცა (თუ უკვე არ გამოვიდა..) რაც მთავარია, გავიხსენე, რომ ადრე მაინც ვკითხულობდი წიგნებს და დავწყნარდი :)))

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?

მე მგონი, ყველაზე ვტიროდი :)) რა ვიცი, დღეს ისე მაქვს გაფუჭებული უკვე ნერვები, რაღაც დებილური სიუჟეტის მქონე რეკლამაზეც კი შეიძლება ვიტირო (ვიცი, რომ მძიმე სიტუაციაა). მოკლედ, თუ წიგნში, განსაკუთრებით დასასრულისკენ, დამაგვირგვინებელი სევდიანი, ცრემლნარევღიმილიანი და ასე შემდეგ განწყობა იყო შექმნილი, ჩათვალეთ, რომ მე ცხარე ცრემლით ვტიროდი. ;)

5. რომელ წიგნს დასცინეთ?


ქეთქეთამ კოელიო ახსენა და მეც შევუერთდები, ოღონდ მე მის „ალქიმიკოსს“ გავაქილიკებ. თავიდან, რომ წავიკითხე, ვაღიარებ, რომ მეყო სიბანძე, ხმა ვერ ამომეღო, იმდენად აღფრთოვანებული და შეძრული იყო იმდენი ხალხი.. მაგრამ, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ამით ვერ ვიცხოვრებდი და ჩემი სათქმელი გავახმოვანე – ისეთი დეგენერატობაა, რომ გინდა სცემო მისი ტუტუცი ავტორი, რომელიც ფაქტიურად დასცინის ადამიანთა მოდგმას, ასეთ წიგნს რომ აკადრებს – უკიდურეს შემთხვევაში, სადმე ყდაზე წაეწერა მაინც, რომ ეს არის მის მიერ წაკითხული დიდი წიგნების დანალექი მისსავე გონებაში, რომლის საფუძველზე მან შექმნა ზემოხსენებული წიგნების ადაპტირებული ვერსია ნაკლებად განვითარებული ადამიანებისათვის.

მოკლედ, მეც მაგრად მივედ–მოვედე. :))

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?

ჰესეს აქვს, ამიტომ გოეთეს.

უი, ეხლა კალოს კითხვარში ჩავიხედე და დოჩანაშვილს აძლევს ხმას ნობელის პრემიის ამბავში. ეგ როგორ დამავიწყდა. მეც, მეც ვეთანხმები, absolutely!

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან

უფ, სავსე მქონდა დღიურები ასეთი საყვარელი ციტატებით. აი, ერთი მათგანი:

„სნეული ადამიანები ჭეშმარიტად ყოველთვის უფრო არისტოკრატიულნი არიან, ვიდრე ჯანსაღნი, რამეთუ მხოლოდ სნეული ადამიანია ადამიანი, მისი სხეულის ყოველ ნაწილს თავისი ტანჯვის ისტორია აქვს, ზეშთაგონების ბეჭედი აზის.“ რავარია? :)) ჰაინრიხ ჰაინე გახლავთ, ქართულ თარგმანში, რაღა თქმა უნდა.

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი

(მამა) დიუმას დიდი მოტრფიალე ვიყავი ბავშვობაში, „სამი მუშკეტერი“ უფრო მიყვარდა ნეტავ თუ „გრაფი მონტე–კრისტო“? საკითხავი აი ეს არის :))) მოიცა, მოიცა, „ჯეინ ეარის“ მაგარი ფანიც ვიყავი თავის დროზე, ეს როგორ გამოვტოვო? ასტრიდ ლინდგრენზე ქეთქეთამ გადასარევად თქვა, მეც ძალიან მიყვარდა. პუშკინის მოთხრობებს ვკითხულობდი კიდევ სიამოვნებით. (უი, პოეტებში პუშკინი არ ვახსენე? ნუ ი დურა!) და კიდე ძაან მაგარი – (ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები მაიმუნობას) –„მხატვარ თხუპნიას კვიცი“. ვისაც ახსოვს, მაგრა გაეცინება.

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?

არცერთი. ასეთი პერსონაჟი ჯერ არ შექმნილა. იმედია, ჩემი რომელიმე თანამედროვე იზრუნებს ამაზე, თუნდაც ჩემი სიკვდილის შემდეგ :))))

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?

არა, რა თქმა უნდა. ვის ექნება დათვლილი? ნუ, თუ ოთხი ან ხუთი გაქვს წაკითხული, ასეთ შემთხვევაში ადვილია დათვლა :D

გამოვტყდები, რომ ბავშვობაში მქონდა რვეული, რომელშიც ვიწერდი ყველა წაკითხული წიგნის სათაურს და ავტორს, და რამდენად მომეწონა ესა თუ ის წიგნი. :)) გარკვეული დროის შემდეგ შევწყვიტე იქ წერა. იმაშიც გამოგიტყდებით, რომ ეხლა ვიპოვე ის რვეული და ისეთი რაღაცეები მაქვს თურმე წაკითხული, რომ ხარხარი ამიტყდა. ერთ–ერთი ასეთი საინტერსო ავტორი გახლავთ ორდე დგებუაძე :))) აბა, ვინ არის? არც მე ვიცი.



ვინაიდან ამ თამაშის ტრადიციაშია ესტაფეტის სხვისთვის გადაცემა და ბლოგერი მეგობარი ვინც მყავდა, ყველას დაწერილი აქვს უკვე, არაბლოგერ თამუნა ვაჩნაძეს ვთაგავ, ფეისბუკი ხო აქვს, ხოდა იქ გაგვაცნოს თავისი პასუხები ზემოხსენებულ კითხვებზე. ჰა, თამუნა, რას იტყვი? :)

4 Kommentare:

ketketa hat gesagt…

მარიი, ამხელა პოსტი საერთოდ არ დაგიწერია ჯერ მგონი:))))
ვგიჟდები როგორც წერ ნუუ:)) ჯერ კიდე ფორუმიდან:)

და რამდენჯერ მახსენე, სირცხვილით დავიწვი:))))

შემოგევლე:) გკოცნი:)

Marika hat gesagt…

ქეთქეთ, აბსოლუტურად მართალი ხარ, ამდენი ამ ბლოგზე ნამდვილად არ დამიწერია, შენი დამსახურებაა და აღარც მეხსენებინე, კაცო? :))

გკოცნი ბევრს, კიდე მაიძულე ხოლმე, რა! :))

Kalo hat gesagt…

marika, twilighti gamogrcha, arada caikitxe da tavic gadagvadzove :-):-):-)

ise, egeti rveuli mec mkonda bavshvobashi, etyoba dedebma dagvavales? :-):-) mec unda gadavikitxo erti, reebs vkitxulobdi adreul bavshvobashi:-)

P.S. Morrisonma daglija raaaa :-)

P.P.S. gaxsovs doors-is kaseta rom gachuke? :-):-):-) ra dro iyo, kasetebi da radiodan simgerebis chacerebi :-)

© hat gesagt…

მარიკააა! ადამიანო! ძლივს, რაა! იქნებ არ შეწყვიტო? ასე არ ჯობია?! "ასე ჯობია, დედა, ასე!" :)))) ძალიან ვისიამოვნე და ბევრი კომენტარის დაწერა მომინდა და აღარ ვიცი, რომელი ერთი პუნქტი დავაკომენტო :))) მოდი, როგორც სხვებთან გავაკეთე, ასე ვიზამ (გამიჭირდება თუ რა, ფაქტიურად სხვების პოსტების ხელა კომენტებს ვწერ :))))) )

1. მარუს, ინტერნეტი გვიშვება ამას. წიგნი ! წიიგნი მინდა, ყდიანი, ხელშესახები, არა ლიბ.რუ, არა ლიტპორტალი და არა მეილზე მიღებული! :)

2.აიხენდორფზე ძალიან ვიხალისე. არა იმიტომ, რომ დასაცინია, უბრალოდ ბავშვობასთან ასოცირდება ჩემთვისაც.
გალა - ნუ ამაში ვერ შეგედავები
და მორისონი! - საღოლ, მარ! :) eta ujasno originalno :)))))

3. მე მე სა სა სა მე მე.... :))) მესამე პუნქტებზე ჩამოყალიბება გიჭირს ხოლმე, როგორც ვატყობ :))))

4. იმ რეკლამაზე არ ტირიხარ? "-დედა, მამიკო როგორ გაიცანი?" :)))) Jacobs-ის რეკლამას ვგულისხმობ, მიხვდებოდი

5. ჰა ჰააა! კოელიო ჩვენი საერთო დაცინვის საგანი გახდა! :) ოღონდ მგონი სამივემ სხვადასხვა ავირჩიეთ ნაწარმოები მისი, სამიზნედ :))) და გეთანხმები ფორმულირებაში!

6. მანდ კალოს დავემთხვიე :)

7. გამახსენდა, შენ რომ იძახდი ხოლმე, ვგიჟდები ავადმყოფებზე და არ შემიძლია, არაფერი რომ არ აწუხებთ, ისეთი ხალხიო :))))) აი, საიდან მოდის თურმე ეს ყველაფერი! :)))

8. უი, მართალი გითხრა, მე ბავშვობის ამბავში უფრო შორს წავედი, ბევრად უფრო ღრმა ბავშვობაში და ამიტომ დიუმა არ გამხსენებია (ნუ,ლინდგრენი და დიუმა ერთ ასაკში არ წამიკითხავს, და იმიტომ :)))) )
და "მხატვარ თხუპნიას კვიცი" - ეს სახელი ბუნდოვნად მახსოვს.... :))) გთხოვ, რომ გნახავ გამახსენე, რააა! მგონია რომ ვიცი :)

9. აირჩიე ვინმე ახალგამოჩეკილი მწერალი და გადაუხადე :)))

10. ააააააააა :)))))) რა საინტერესოააა! :)))) აუ წარმომიდგენია, რაები იქნება. ყველაფერს ვკითხულობდით, მგონი და ათასი ხლამითაც მაქვს გამოტენილი თავი, სასარგებლოს გარდა :) "ჰავაის ბულბული" არ იყო მაგ რვეულში?! :))))

ვაჩნაძე რომ გაბლოგერდეს ახლა ამის ხათრით :))))