Dienstag, 31. August 2010

31

31 წლის ასაკში ჩემს თავში რაციო აღმოვაჩინე.
მალევე მივხვდი, რატომ ვერ ვპოულობდი მას ამდენ ხანს.
ის ძალიან ადვილად სხლტებოდა ხელიდან და ნებისმიერი ზედაპირიდან.
მის გაღვივებას სპეციალური ნიადაგი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რასაც მე ვერასოდეს შევთავაზებდი. ამიტომ, აღმოჩენიდან რამდენიმე ხანში ისევ დამეკარგა. მიკვირს კიდევაც, რომელმა ქარმა გადმოაგდო, საერთოდ როგორ მოხვდა ჩემს მისამართზე. კლდესავით აისხლიტა ჩემმა ბუნებამ და ისევ უსასრულობაში გადაკარგა.

31 წლისას ასაკი დამეტყო :) პირველად მივხვდი, ვიგრძენი, რომ დრო უკვე ძალიან მიიჩქარის, პირველად შემაშფოთეს ნაოჭებმა თვალის კუთხეებში, რომლებიც მგონი ყოველთვის მქონდა, მივხვდი, რომ ვსუქდები, მაგრამ ეს აღარ მაღელვებს, სიგარეტს დავანებე თავი და ჯანსაღ კვებაზე დავიწყე ფიქრი, და როცა ერთმა ახალგაცნობილმა ადამიანმა ჩემს კითხვაზე – რამდენი წლის ვიქნები შენი აზრით – ზუსტად გაარტყა პასუხი და რამის გადააჭარბა კიდეც – Du bist Anfang dreissig–ო, აი, ასე მითხრა, ეს მაშინ, როცა ჯერ არც მეზეიმა ჩემი 31–ე დაბდღე (და არც მერე მომიკლავს თავი ზეიმით) – იქ მივხვდი, რომ 31 წლის ასაკში დავბერდი.

რაციოს ტალღიდან რამდენიმე ხანში სრული ქაოსი დამიბრუნდა. ემოციური, გონებრივი, სამსახურებრივი ქაოსი. ჩემი ჩვეული მდგომარეობა, პრინციპში. მაგრამ, რაღაც განსაკუთრებული სიმძლავრით მომიცვა ამ ჯერზე.
ქაოსმა შთანმთქა.
თან ამ რაციონალური დღეების მერე ძალიან კონტრასტული მეჩვენებოდა ჩემი სრული სულიერი აშლილობა. ვცდილობდი, გამეხსენებინა, რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი მაშინ, როცა თავი გაწონასწორებული, დალაგებულ-მოწესრიგებული, მიზანდასახული და ა. შ. მეგონა. მახსოვს, რომ რაღაც იყო ჩემში მაშინ, რაღაც უცხო ნაწილაკი, რაც მაძლევდა ამ ძალას, რაციოდ რომ მოვნათლე, მაგრამ როგორი იყო, როგორ ფუნქციონირებდა - ამის უკან გამოხმობა ვეღარ შევძელი. ვერც კი მოვინდომე ბოლომდე, ისე ვიყავი ჩემი ქაოსით მოცული.
პრინციპში, ყველა ეს ეტაპი ნაცნობი იყო. სხვადასხვა დროს გამივლია სხვადასხვა ფორმით და თანმიმდევრობით.
ისიც ვიცოდი, რაც შეიძლებოდა მოყოლოდა ქაოსის ეტაპს - აბსურდი, პროკრასტინაცია, აბსურდი, აბსურდი. უმიზნო, ყოვლად გამოუსადეგი ოცნებები, რომლებმაც ბოლოს ისე შემაწუხეს, რომ მათგან გათავისუფლებაც კი მომინდა. ცოტა ხნით. საერთოდ, ვტკბები ხოლმე აბსურდული ოცნებებით. ამ ჯერზე მართლა შევწუხდი. და ერთ დღესაც ისეთი დოზით მივიღე ეს ოცნებები, რომ გულისრევამდე მივედი. მეორე დღესაც გული მერეოდა გახსენებაზე, თან მიხაროდა, რომ - აი, გავთავისუფლდი, როგორც იქნა, თორემ ცუდად იყო საქმე, მეორეს მხრივ, გული მწყდებოდა, ასეთი მძაფრი შეგრძნებები ერთ (თუ რამდენიმე დღეში) ქარს რომ გავატანე. ისე, რომ მაშინვე მომენატრა და ისევ ვცადე მათი გამოხმობა. ვცდილობდი, და აღარ ვრეაგირებდი მათზე. რაც წინა დღეს გულს მიჩქარებდა, ახლა უძრავად მტოვებდა, და ახლა ამან შემაწუხა.
:))
სულ უნდა ვწუხდე, ეს მომწონს ეტყობა.
Life is how you make it. Its fuckin' true.
ადრე მეგონა, რომ მე არაფერი მომეთხოვებოდა ამ ცხოვრებაში, ღიმილის და წიგნების დაზუთხვის გარდა. სხვა დანარჩენი თავისით ”ხდებოდა”, და ”მო-ხდებოდა”.

32 წლისა მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნად საქმის კეთება ყოფილა. რაღაცის შექმნა მომინდა. შვილები კარგი იყო, მაგრამ ჩემს სულელურ პატივმოყვარეობას ეს არ ჰყოფნიდა. სახელის მოხვეჭა გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რას შეიძლებოდა უკვდავეყო ჩემი სულელური სახელი. თითქოს ისინი, ვინც უკვდავების გვირგვინით შეიმკო, კმაყოფილი ყოფილიყვნენ ამით. თითქოს საკუთარი ქმნილებით ტკბობის ბედნიერება არ ყოფილიყოს წარმავალი.
მე კი მივატოვე ოჯახი ჩემი და თავი წერას მივუძღვენი.
33 წლის ასაკში უკან მოვიხედე და თავი უხერხულად ვიგრძენი - ჩემს შვილებს დედის ზრუნვა აკლდათ, მე კი გამალებით ვწერდი და ვწერდი, და იმედს არ ვკარგავდი, რომ ეს უკვდავებას მომიტანდა.

31 წლის ასაკში არჩევანი უნდა გამეკეთებინა..

9 Kommentare:

Dv0rsky hat gesagt…

shtamntqa - ase unda :)
bodishi latinuri anbaniza - mobiluridan vcer

Dv0rsky hat gesagt…

upro scorad - shtanmtqa unda ikos :)

Marika hat gesagt…

მართალი ხარ შენ :)

ketketa hat gesagt…

რაღაცნაირად დამაფიქრე, მარიკა,
სულის სხვა სიღრმეებზე, არაფერი რო არ ყოფნის ამოსავსებად. თავად ამ სიღრმეების (ბრჭყალებში მომინდა დამეწერა მარა გადავიფიქრე) ბუნებაზე ნუ ვიტყვით ნურაფერს, არც არი საჭირო.
რთულია. ჩემთვის ძაან რთულია.
ძალიან სხვანაირი ხარ შენ:) განსხვავებული უფრო სწორად:)
და ძალიან მინდა ახლოს გიცნობდე:)

Marika hat gesagt…

აუ, ქეთქეთ, ეხლა ვნახე შენი კომენტარი! და მეც ძალიან მინდა ახლოს გიცნობდე! სად შევხვდეთ? :))) დღეს საღამოს რას აკეთებ? ლოლ. აუ, მართლა, რატო ვერ ვხვდებით ვერასოდეს :( არა მე ისეთი განრიგი მაქვს, ვერავის ვეღარ ვხვდები, მარა მაინც :(

Kalo hat gesagt…

ვაახ, მარიკა, დამაფიქრა ამ ყველაფერმა და დამგრუზა ცოტა არ იყოს. იჰ ბინ გეგრუზდ :–)))

© hat gesagt…

მარიკა, რა გადაწყვიტე?!

ჰარც.

მაგარი იყო. ის, რასაც არ ლაპარაკობ და არც წერ ხოლმე. ის, რაზეც არ ვლაპარაკობთ და ისედაც ვხვდებით ხოლმე. რა მაგარი ხარ

ketketa hat gesagt…

:) მე ღამე მცალია, ღამის გოგონა ვარ:))))))) ჰარც:))))))

მი იშჩო ვსტრეწიმსა, ია ტაკ დუმაიუ:))

კალო, გეგრუზდ:))))))))))):*

Ekaterine Buckley hat gesagt…

Mariquita ))