Donnerstag, 5. August 2010

We only come out at night


ლუდი არ მინდა რატომღაც. აქ ყოველთვის სიამოვნებით ვსვამდი ლუდს. სამაგიეროდ, ფორთოხლისფერ შუშის ჭიქაში ჩადგმული სანთლის სუნზე ბამბერგი მახსენდება.

ეხლა ამათ აშკარად მწერალი ვგონივარ. ღამის 11 საათზე ნიურნბერგის ცენტრალურ უბანში, ღია კაფეში სვეტსკად შემოვიჭერი, ყავა შევუკვეთე (ღამის 11 სთ-ზე - გერმანიაში ეს საკმარისი მიზეზია, რომ გიჟად თუ არა, ცოტა დაცენტრილად მაინც ჩაგთვალონ), ჩემი ბლოკნოტი და პასტა გავაძრე და ფორთოხლისფერი შუშის ჭიქაში ჩადგმული სანთლის შუქზე საქმიანად შევუდექი წერას. არადა, ამ სისულელეებს ვწერ სინამდვილეში. ამ წყალს. მაგრამ, არ შემიძლია უწყლოდ.

შეიძლება, არც ვგონივარ ამათ მწერალი და მე მგონია ჩემი თავი :) არა, არ მგონია, თუმცა, მინდა, რომ ვიყო ასეთი.

აცივდა აქ, რამე ალკოჰოლური ხომ არ შემეკვეთა? ლუდი ნაღდად არ მინდა ეხლა. კოქტეილები აქვთ ამათ კარგი. აი, აგერ არის ჩამონათვალი. ამაზეც ბამბერგი მახსენდება. Long Island Iced Tea შევუკვეთე. მანამდე Tequila Sunrise-ს, Sex on the Beach-სა და Cuba Libre-ს შორის ვმერყეობდი.

მოშნად შემცივდა. როდის მოვა ჩემი კოქტეილი, რომ გავთბე. თან შეგნებულად შევუკვეთე ისეთი, სწრაფად რომ გამათბობს. ხუთნაირ ალკოჰოლს შეიცავს - ვოდკა, ჯინი, ტეკილა, თეთრი რომი და ტრაიპლ სეკი. მეც ვაკეთებდი კოქტეილებს ბამბერგში.

და აი ისიც. მოვწრუპე და იმ წამსვე გავთბი. მაგარია.

მთელი დღე სახლში გავატარე. ეხლაღა გამოვედი გარეთ, ღამის ათ საათზე. ფეხით ვიარე და ვისუნთქე ნიურნბერგის ჰაერი. ვგიჟდები ასეთ Gelegenheit-ებზე, მარტო სიარულზე და რაღაც უაზროდ სენტიმენტალურ მსჯელობებზე საკუთარ თავთან. იშვიათადღა მეძლევა მსგავსი შესაძლებლობები. თბილისში ცხოვრება მიერეკება. ხვალ სწორედაც რომ სამშობლოში მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯდები. დღეს ჯერ კოქტეილს ვსვამ ნიურნბერგში.

ნიურნბერგის რომელიღაც ხიდზე გადასვლისას ბამბერგის ერთი კონკრეტული ხიდი გამახსენდა. გული დამწყდა, რომ ვერ წავედი ბამბერგში. მაგრამ, აზრი არ ჰქონდა, მამენტ. და ამ სიგარეტის მოწევასაც არ ჰქონდა ეხლა აზრი. არა უშავს, ხვალ ისევ აღარ მოვწევ. თითქმის წელიწადია, აღარ ვეწევი. აუ, ეს კოქტეილიც დამეზარა ეხლა. ნახევრამდე ჩავიყვანე. კოქტეილიც და სიგარეტიც.

ნიურნბერგის ცენტრალური მოედნისკენ გავუყევი გზას. ქუჩის მუსიკოსი საქსოფონზე Nothing’s gonna change my love for you-ს უკრავდა. აი იმას, ჩემს ბავშვობაში გოგო, ბიჭი და ცხენი რომ დარბოდნენ პლაჟზე და ბიჭი მღეროდა - Nothing’s gonna change my love for you-ო.

მოედანზე ვიდექი და Frauenkirche-ს შევყურებდი. რა ლამაზი ყოფილა. ფოტოაპარატი მომინდა, მუქი ცის ფონზე მისი გუმბათის გადასაღებად. თუმცა, რა არის ისეთი, რასაც ინტერნეტში ვერ იპოვი.

მერე Wunschbrunnen-თან მივედი. სურვილების ჭასთან. ოფიციალური სახელწოდება “Der schöne Brunnen” ყოფილა. ლამაზი ჭა. სინამდვილეში წყაროა. ოთხი მილია გადმოშვერილი, საიდანაც ალბათ თავის დროზე წყალი გადმოჩქეფდა ნიურნბერგელების დასარწყულებლად.

40 Figuren zieren die 19 m hohe gotische Steinpyramide-ზეპირად ვისწავლე წარწერა. vollendet in 1396. Am Rande des Brunnens sitzen die Philosophie und 7 Freie Künste. Der älteste offene Rohrbrunnen der Stadt. Ganz oben – Moses und die 7 Propheten. სკოლის ბავშვები მივიდნენ სურვილის ჭასთან. რიგრიგობით ატრიალებდნენ თითბირის რგოლს და სურვილს იფიქრებდნენ. გამეცინა. მეც ვისურვე აქ ერთხელ რაღაც. და შემისრულდა. :) თუმცა, ახლა ახლოს აღარ მივსულვარ. წამოვედი.

6 Kommentare:

Lasharela hat gesagt…

მომავალ ჯერზე ტეკილა სილვერს არაფერი ანაცვალო იცოდე...თორე ვერ გადამირჩები :)

Marika hat gesagt…

ნუ, საერთოდ ტეკილა გოლდი მირჩევნია, დარიჩინმოყრილ ფორთოხალს რომ აყოლებ, ისეთი, თუმცა, შენი ხათრით, სილვერს ვუკვეთავ შემდეგ ჩასვლაზე, ეგრევე, პირველივე ბარში :)და ლიმონს ვაყოლებ, მარილმოყრილს :))

© hat gesagt…

ვგიჟდები ასეთ განწყობურ ჩანაწერებზე! რომ კითხულობ და ზუსტად გრძნობ!

როგორ მომენატრა მასეთი ბოდიალი, მანდ, ევროპაში, მასეთ ქალაქში და მარტო :)

მეც ვგიჟდები ასეთ Gelegenheitებზე :) და მერე ამაზე წერაზე :)


მარიკა ხიდებიიიიი :))))))))))

აუუუ ნეტა რა ჩაიფიქრეე? :)

მე იცი რა გამახსენდა, ბრემენში მუსიკოსების ძეგლზე, ვირის ფეხებზე უნდა მოგეკიდა ხელი და ისე ჩაგეფიქრებინა სურვილი და აგიხდებოდა :))) და კიდე როლანდის ძეგლის მუხლს უნდა შეხებოდი და დაბრუნდებოდი იქ. სხვა ქალაქების მსგავსი რაღაცეები ამ წამს არ მახსენდება. ხო, მოკლედ რა მინდოდა მეთქვა, ვირც ცხადია დიდი გულისხმევით ჩამოვართვი ხელი თუ ფეხი და ჩავიფიქრე, ზუსტად მახსოვს. ფოტომასალაც არსებობს. აი რა ჩავიფიქრე, ეს არ მახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად ვხვდები და იმასაც ვხვდები, რომ არ ამისრულდა :) :) :)

Marika hat gesagt…

:))
ყველაფერი სურვილებს რო ასრულებს, ვითომ. ვირის ფეხი, წმინდანის ქუსლი.. კაროჩე :)))

Kalo hat gesagt…

აქილევსის ქუსლი არ ასრულებდა ნეტა სურვილებს? :–)))))

Marika hat gesagt…

არა, ეგ კლავდა ეგრევე :D