Dienstag, 31. August 2010

31

31 წლის ასაკში ჩემს თავში რაციო აღმოვაჩინე.
მალევე მივხვდი, რატომ ვერ ვპოულობდი მას ამდენ ხანს.
ის ძალიან ადვილად სხლტებოდა ხელიდან და ნებისმიერი ზედაპირიდან.
მის გაღვივებას სპეციალური ნიადაგი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რასაც მე ვერასოდეს შევთავაზებდი. ამიტომ, აღმოჩენიდან რამდენიმე ხანში ისევ დამეკარგა. მიკვირს კიდევაც, რომელმა ქარმა გადმოაგდო, საერთოდ როგორ მოხვდა ჩემს მისამართზე. კლდესავით აისხლიტა ჩემმა ბუნებამ და ისევ უსასრულობაში გადაკარგა.

31 წლისას ასაკი დამეტყო :) პირველად მივხვდი, ვიგრძენი, რომ დრო უკვე ძალიან მიიჩქარის, პირველად შემაშფოთეს ნაოჭებმა თვალის კუთხეებში, რომლებიც მგონი ყოველთვის მქონდა, მივხვდი, რომ ვსუქდები, მაგრამ ეს აღარ მაღელვებს, სიგარეტს დავანებე თავი და ჯანსაღ კვებაზე დავიწყე ფიქრი, და როცა ერთმა ახალგაცნობილმა ადამიანმა ჩემს კითხვაზე – რამდენი წლის ვიქნები შენი აზრით – ზუსტად გაარტყა პასუხი და რამის გადააჭარბა კიდეც – Du bist Anfang dreissig–ო, აი, ასე მითხრა, ეს მაშინ, როცა ჯერ არც მეზეიმა ჩემი 31–ე დაბდღე (და არც მერე მომიკლავს თავი ზეიმით) – იქ მივხვდი, რომ 31 წლის ასაკში დავბერდი.

რაციოს ტალღიდან რამდენიმე ხანში სრული ქაოსი დამიბრუნდა. ემოციური, გონებრივი, სამსახურებრივი ქაოსი. ჩემი ჩვეული მდგომარეობა, პრინციპში. მაგრამ, რაღაც განსაკუთრებული სიმძლავრით მომიცვა ამ ჯერზე.
ქაოსმა შთანმთქა.
თან ამ რაციონალური დღეების მერე ძალიან კონტრასტული მეჩვენებოდა ჩემი სრული სულიერი აშლილობა. ვცდილობდი, გამეხსენებინა, რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი მაშინ, როცა თავი გაწონასწორებული, დალაგებულ-მოწესრიგებული, მიზანდასახული და ა. შ. მეგონა. მახსოვს, რომ რაღაც იყო ჩემში მაშინ, რაღაც უცხო ნაწილაკი, რაც მაძლევდა ამ ძალას, რაციოდ რომ მოვნათლე, მაგრამ როგორი იყო, როგორ ფუნქციონირებდა - ამის უკან გამოხმობა ვეღარ შევძელი. ვერც კი მოვინდომე ბოლომდე, ისე ვიყავი ჩემი ქაოსით მოცული.
პრინციპში, ყველა ეს ეტაპი ნაცნობი იყო. სხვადასხვა დროს გამივლია სხვადასხვა ფორმით და თანმიმდევრობით.
ისიც ვიცოდი, რაც შეიძლებოდა მოყოლოდა ქაოსის ეტაპს - აბსურდი, პროკრასტინაცია, აბსურდი, აბსურდი. უმიზნო, ყოვლად გამოუსადეგი ოცნებები, რომლებმაც ბოლოს ისე შემაწუხეს, რომ მათგან გათავისუფლებაც კი მომინდა. ცოტა ხნით. საერთოდ, ვტკბები ხოლმე აბსურდული ოცნებებით. ამ ჯერზე მართლა შევწუხდი. და ერთ დღესაც ისეთი დოზით მივიღე ეს ოცნებები, რომ გულისრევამდე მივედი. მეორე დღესაც გული მერეოდა გახსენებაზე, თან მიხაროდა, რომ - აი, გავთავისუფლდი, როგორც იქნა, თორემ ცუდად იყო საქმე, მეორეს მხრივ, გული მწყდებოდა, ასეთი მძაფრი შეგრძნებები ერთ (თუ რამდენიმე დღეში) ქარს რომ გავატანე. ისე, რომ მაშინვე მომენატრა და ისევ ვცადე მათი გამოხმობა. ვცდილობდი, და აღარ ვრეაგირებდი მათზე. რაც წინა დღეს გულს მიჩქარებდა, ახლა უძრავად მტოვებდა, და ახლა ამან შემაწუხა.
:))
სულ უნდა ვწუხდე, ეს მომწონს ეტყობა.
Life is how you make it. Its fuckin' true.
ადრე მეგონა, რომ მე არაფერი მომეთხოვებოდა ამ ცხოვრებაში, ღიმილის და წიგნების დაზუთხვის გარდა. სხვა დანარჩენი თავისით ”ხდებოდა”, და ”მო-ხდებოდა”.

32 წლისა მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნად საქმის კეთება ყოფილა. რაღაცის შექმნა მომინდა. შვილები კარგი იყო, მაგრამ ჩემს სულელურ პატივმოყვარეობას ეს არ ჰყოფნიდა. სახელის მოხვეჭა გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რას შეიძლებოდა უკვდავეყო ჩემი სულელური სახელი. თითქოს ისინი, ვინც უკვდავების გვირგვინით შეიმკო, კმაყოფილი ყოფილიყვნენ ამით. თითქოს საკუთარი ქმნილებით ტკბობის ბედნიერება არ ყოფილიყოს წარმავალი.
მე კი მივატოვე ოჯახი ჩემი და თავი წერას მივუძღვენი.
33 წლის ასაკში უკან მოვიხედე და თავი უხერხულად ვიგრძენი - ჩემს შვილებს დედის ზრუნვა აკლდათ, მე კი გამალებით ვწერდი და ვწერდი, და იმედს არ ვკარგავდი, რომ ეს უკვდავებას მომიტანდა.

31 წლის ასაკში არჩევანი უნდა გამეკეთებინა..

Freitag, 13. August 2010

ვწერ არაფერზე

რადგან წერა მეზარება, მაგრამ ახალი პოსტის შექმნა მსურს, ვიწყებ წერას არაფერზე.
ესე იგი, მეზარება არა წერა, არამედ იმის მოფიქრება ან ჩამოყალიბება, რაც შეიძლებოდა, დამეწერა ისე, რომ აზრი ჰქონოდა.
თუმცა, როგორც ბოლო დროს ვაკვირდები, არაფერზე წერა საკმაოდ საინტერესოც შეიძლება იყოს.
მიზეზი შეიძლება გრაფომანია იყოს - წერის დაუძლეველი სურვილი, იმისგან დამოუკიდებლად, საჭიროა თუ არა ამის დაწერა. მაგრამ, რადგან წერ, ესე იგი, მინიმუმ შენთვის არის საჭირო. თერაპიული თვალსაზრისით. თუ პირიქით- როგორ მკურნალობენ გრაფომანებს, საერთოდ უკრძალავენ წერას, ნეტა? არ ვიცი. მაგრამ, იმედს არ ვკარგავ, რომ ამდენ უაზრო ჯღაბნა-ჯღაბნაში რამე აზრიანსაც გადაეყრება ჩემი გონება..

მისურვეთ წარმატება, გზა დამილოცეთ, ხალხო :))

Sonntag, 8. August 2010

Donnerstag, 5. August 2010

We only come out at night


ლუდი არ მინდა რატომღაც. აქ ყოველთვის სიამოვნებით ვსვამდი ლუდს. სამაგიეროდ, ფორთოხლისფერ შუშის ჭიქაში ჩადგმული სანთლის სუნზე ბამბერგი მახსენდება.

ეხლა ამათ აშკარად მწერალი ვგონივარ. ღამის 11 საათზე ნიურნბერგის ცენტრალურ უბანში, ღია კაფეში სვეტსკად შემოვიჭერი, ყავა შევუკვეთე (ღამის 11 სთ-ზე - გერმანიაში ეს საკმარისი მიზეზია, რომ გიჟად თუ არა, ცოტა დაცენტრილად მაინც ჩაგთვალონ), ჩემი ბლოკნოტი და პასტა გავაძრე და ფორთოხლისფერი შუშის ჭიქაში ჩადგმული სანთლის შუქზე საქმიანად შევუდექი წერას. არადა, ამ სისულელეებს ვწერ სინამდვილეში. ამ წყალს. მაგრამ, არ შემიძლია უწყლოდ.

შეიძლება, არც ვგონივარ ამათ მწერალი და მე მგონია ჩემი თავი :) არა, არ მგონია, თუმცა, მინდა, რომ ვიყო ასეთი.

აცივდა აქ, რამე ალკოჰოლური ხომ არ შემეკვეთა? ლუდი ნაღდად არ მინდა ეხლა. კოქტეილები აქვთ ამათ კარგი. აი, აგერ არის ჩამონათვალი. ამაზეც ბამბერგი მახსენდება. Long Island Iced Tea შევუკვეთე. მანამდე Tequila Sunrise-ს, Sex on the Beach-სა და Cuba Libre-ს შორის ვმერყეობდი.

მოშნად შემცივდა. როდის მოვა ჩემი კოქტეილი, რომ გავთბე. თან შეგნებულად შევუკვეთე ისეთი, სწრაფად რომ გამათბობს. ხუთნაირ ალკოჰოლს შეიცავს - ვოდკა, ჯინი, ტეკილა, თეთრი რომი და ტრაიპლ სეკი. მეც ვაკეთებდი კოქტეილებს ბამბერგში.

და აი ისიც. მოვწრუპე და იმ წამსვე გავთბი. მაგარია.

მთელი დღე სახლში გავატარე. ეხლაღა გამოვედი გარეთ, ღამის ათ საათზე. ფეხით ვიარე და ვისუნთქე ნიურნბერგის ჰაერი. ვგიჟდები ასეთ Gelegenheit-ებზე, მარტო სიარულზე და რაღაც უაზროდ სენტიმენტალურ მსჯელობებზე საკუთარ თავთან. იშვიათადღა მეძლევა მსგავსი შესაძლებლობები. თბილისში ცხოვრება მიერეკება. ხვალ სწორედაც რომ სამშობლოში მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯდები. დღეს ჯერ კოქტეილს ვსვამ ნიურნბერგში.

ნიურნბერგის რომელიღაც ხიდზე გადასვლისას ბამბერგის ერთი კონკრეტული ხიდი გამახსენდა. გული დამწყდა, რომ ვერ წავედი ბამბერგში. მაგრამ, აზრი არ ჰქონდა, მამენტ. და ამ სიგარეტის მოწევასაც არ ჰქონდა ეხლა აზრი. არა უშავს, ხვალ ისევ აღარ მოვწევ. თითქმის წელიწადია, აღარ ვეწევი. აუ, ეს კოქტეილიც დამეზარა ეხლა. ნახევრამდე ჩავიყვანე. კოქტეილიც და სიგარეტიც.

ნიურნბერგის ცენტრალური მოედნისკენ გავუყევი გზას. ქუჩის მუსიკოსი საქსოფონზე Nothing’s gonna change my love for you-ს უკრავდა. აი იმას, ჩემს ბავშვობაში გოგო, ბიჭი და ცხენი რომ დარბოდნენ პლაჟზე და ბიჭი მღეროდა - Nothing’s gonna change my love for you-ო.

მოედანზე ვიდექი და Frauenkirche-ს შევყურებდი. რა ლამაზი ყოფილა. ფოტოაპარატი მომინდა, მუქი ცის ფონზე მისი გუმბათის გადასაღებად. თუმცა, რა არის ისეთი, რასაც ინტერნეტში ვერ იპოვი.

მერე Wunschbrunnen-თან მივედი. სურვილების ჭასთან. ოფიციალური სახელწოდება “Der schöne Brunnen” ყოფილა. ლამაზი ჭა. სინამდვილეში წყაროა. ოთხი მილია გადმოშვერილი, საიდანაც ალბათ თავის დროზე წყალი გადმოჩქეფდა ნიურნბერგელების დასარწყულებლად.

40 Figuren zieren die 19 m hohe gotische Steinpyramide-ზეპირად ვისწავლე წარწერა. vollendet in 1396. Am Rande des Brunnens sitzen die Philosophie und 7 Freie Künste. Der älteste offene Rohrbrunnen der Stadt. Ganz oben – Moses und die 7 Propheten. სკოლის ბავშვები მივიდნენ სურვილის ჭასთან. რიგრიგობით ატრიალებდნენ თითბირის რგოლს და სურვილს იფიქრებდნენ. გამეცინა. მეც ვისურვე აქ ერთხელ რაღაც. და შემისრულდა. :) თუმცა, ახლა ახლოს აღარ მივსულვარ. წამოვედი.

Montag, 2. August 2010

დოიჩლანდ ონ მაი მაინდ

გერმანია ყველაზე ეგზოტიკური ქვეყანაა შესაძლო ქვეყნებს შორის. აქ რუსის ბიჭი ლაქლაქებს ტელეფონზე ჩემგან რამდენიმე სავარძლის დაშორებით მატარებელში და ჰგონია, არავის ესმის მისი ეგზოტიკური ენა. თურქულ სასაუზმეში მაგიდასთან ჩამომჯდარი დონერ-ქებაბს რომ შევექცევი, ყველაზე მეტად რომ ასოცირდება ჩემთვის გერმანიასთან, იქვე, ჩემს უკანა მაგიდასთან მეპატრონეები - ქურთი დედა-შვილი საუბრობენ თავიანთ ეგზოტიკურ ენაზე.
მე მონატრებული გერმანიის ევროპული ქუჩებით ვტკბები, გვერდზე ჩიხიდან კი ბერძენი კაცები გამოდიან, ახალგაზრდა ბერძენი ბიჭი შავი მაიკით და ღიპით, ცხვირისმიერი, მაგრამ საყვარელი ბერძნული ხმით ყვება რაღაცას, ქართველივით, მაგრამ ბერძნულად. პორტოკალო.
იტალიელი თინეიჯერი გოგონები სხდებიან ჩემს უკან მატარებელში. მათი საუბრიდან თითო-ოროლა სიტყვას ვარჩევ - ragazza, identico - და ვთვლი, რომ ვიღაც ნაცნობს მიმამსგავსეს. არა, კიდევ სხვა რაღაცეებიც მესმის ცოტა. მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია ალესანდროს გაკვეთილებს.
აქვეა გერმანელი გოგოც, ერთი კი არა, ყველა, ტიპიური, უამრავი - მოვლილი, ლამაზი ლურჯი თვალებით, გრძელი ოქროსფერი თმით, სვეტსკად ჩაცმული, სერიოზული, ღირსეული გამომეტყველებით - ხო, ვისაც გაუკვირდა - ასეთები არიან ახალგაზრდა გერმანელი გოგოები. არსებობენ, რა თქმა უნდა, სხვანაირი ტიპებიც, მაგრამ ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია დღესდღეობით, ჩემის აზრით.

კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტში რაღაც საყვარელი ჯგუფი შევიკრიბეთ ამ სემესტრის სემინარზე. ყველას სახელი არ მახსოვს, მაგრამ არ არის პრობლემა - სემინარის შემდეგ მოდერატორი იზრუნებს და მოგვამარაგებს ყველა საჭირო ინფორმაციით, მათ შორის, საკონტაქტოთიც. ჩემი სახელი კი, დარწმუნებული ვარ, ყველას ახსოვს - ეგზოტიკურია.
რაღაც საყვარლად ვისხედით ყველანი საღამოობით და ვსადილობდით სასტუმროს რესტორნის ღია (ცის ქვეშ) ნაწილში. სემინარის სამი დღეც სასიამოვნოდ წარიმართა.
მარიტით დავიწყებ - ყველაზე დიდია მოცულობით და პირველი ეგ მახსენდება. თან - ქართველი ქმარი ყოლია. რომელსაც, როგორც იქნა თავი დავაღწიეო - გამიმხილა (სად იპოვე მეთქი, მე ვკითხე:) მხიარული, ქარაფშუტა,მაგრამ სრულიად გერმანელი თავისი არსით. მის ქალიშვილს ბრიტა ქვია, 11 წლისაა და სრულწლოვანი რომ გახდება, მერე ჩამოვიყვან ერთხელ საქართველოში და სამშობლოს ვაჩვენებო. მანამდე რომ ნახოს მამამისმა (აზრზე არ ვარ, სად არის, მაგრამ მაინცო), შეიძლება მოითხოვოს მისი დატოვება და მაგის თავი არ მაქვსო. ადრეც ყოფილა ქმართან ერთად საქართველოში, რომელზეც მხოლოდ ის მითხრა, რომ დავითი ჰქვია, თუმცა, შვილი არასოდეს უნახავსო.
მოკლედ, soviel zu Marit.
ეხლა ანდრეასი. უტიპიურესი, ურ-გერმანელი. არქეტიპი. აი, ჰიპ, გარემოს დამცველ და გათიშულ გერმანელს შორის, თან - ჩაცმის აზრზე რომ არ არის, რაღაც სისულელეები აცვია და მწვანე, კვასკვასა და კუსკუსა მანქანა ჰყავს. სინამდვილეში არც ჰიპია და არც გარემოს დამცველი (ნუ, მაშინ მანქანა არ უნდა ჰყოლოდა, არსებობს ასეთი ტიპიც), აი, გათიშული კი ნამდვილად არის. უფრო სწორედ, არც ისეთი გათიშულია, როგორც მერე ირკვევა. საკმაოდ აზრზე მოსულიც არის, ხუმრობაც საკაიფოდ შეუძლია და ძალიან საყვარელი ხასიათი აქვს. მაგრამ, ეს საოცარი გამომეტყველება გკლავს თავიდან. რბილი ლ-სავით :) თუმცა, ეს არაფერ შუაშია აქ. მოკლედ, რა დავარქვა ამ გამოხედვას? ცისფერთვალა, გაოცებული კი არა, გაოგნებული გერმანული გამოხედვა. აბსოლუტურად კეთილგანწყობილი, მაგრამ მაგარი სასაცილო. აი, ვგიჟდები ასე რომ მიყურებენ. ჩემი ჰობია. უფ, აღარ გავაგრძელებ ამაზე, ჯობია :))
მოკლედ, მერე გაირკვა, რომ ძალიან მძიმე სტრესი გადაუტანია, საღამოს ვისხედით რესტორანში ყველანი და ბოლოს მე, ანდრეასი და ის ბიჭი შემოვრჩით - კათოლიკური თეოლოგიის ლექტორი როა ჩემს საყვარელ ბამბერგში და ცოლი - პროტესტანტი მღვდელი ჰყავს :)))))) აქაც, ჯობია, აღარ გავაგრძელო, მაგრა მეცინება. ისე, ძალიან მხიარული, ცოცხალი და კეთილგანწყობილი ტიპია ესეც (სახელი არ მახსოვს). ბევრი ვისაუბრეთ რელიგიებზე იმ საღამოს და ბოლოს ანდრეასმა მოგვიყვა თავისი burnout-ის ისტორია. ხელები უკანკალებდა, რომ ყვებოდა. რაც მეც შევნიშნე და თეოლოგმაც, ოღონდ არ ვიმჩნევდით და ვამხნევებდით, რომ განეგრძო მოყოლა. ბოლოს ძალიან შემცივდა გარეთ ჯდომისგან და იძულებულები გავხდით, ავშლილიყავით. და ვფიქრობდი - ეხლა ამან თავს რამე არ აუტეხოს მეთქი. :) თუმცა, გადავრჩით. მეორე დღეს целый და невредимый გამოგვეცხადა სემინარზე.

ალფრედ შულცე - უსაყვარლესი ბიჭი, მაგრამ ნახევარს ვერ ვიგებდი მისი ნათქვამიდან (არადა, კარგ რაღაცეებს ამბობდა აშკარად, ხუმრობდა) - ისეთ შვაბურ დიალექტზე უქცევდა. მაინც დავმეგობრდით.
ფელიქს კასპარი - ესეც კაი ბიჭია, ამას მანამდე ონლაინ ვიცნობდი, რადგან ონლაინ-სემინარში მივიღეთ მონაწილეობა ერთად. და წარმომიდგენია, როგორ ვერ მიტანდა მაშინ, სულ რომ ვაგვიანებდი ნაშრომის დადებას ფორუმზე, მთელი ჯგუფი რომ მე მელოდებოდა :) თუმცა, ახლა საკმაოდ დადებითად განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ და ერთადაც ვიცინეთ. ისე, რა მაგარია, მგონი იშვიათია, რომ მთელი ჯგუფის მიმართ подряд გაგიჩნდეს სამ დღეში ასეთი სიმპატია. კაი ტიპი იყო ეგვიპტელი ალააც. Alaa- ესე იწერებოდა. ქართველივით ხუმრობდა. ნავაროჩენი ქართველივით. ნუ, ვითომ ნავაროჩენივით. მაგრამ, საყვარელი იყო. ასევე იოახიმ მიონხი - 1,90 სმ სიმაღლეში. სულ იმას მოსთქვამდა, სემინარის ოთახის კარებს თავს რომ ურტყამდა. ორი ქალიშვილი მყავს ორი სხვადასხვა ქალისგან და ჩემი გოგო ყველას ამაყად უყვება - მამაჩემი სტუდენტიაო.
ყველაზე ნაკლები ემოციები ულის მიმართ გამიჩნდა - ზუსტად ჩემი ასაკის გერმანელი გოგო, ლამაზი ლურჯი თვალებით, ღირსეულად ჩაცმული, ზედმეტად სერიოზული - აი, ზუსტად ისეთი, ზემოთ რომ აღვწერე. მაგრამ, თითქმის არ იცინოდა, მემგონი ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება გულგრილი დამტოვოს ადამიანის მიმართ. ვგიჟდები სიცილზე ;)

Dienstag, 13. Juli 2010

გერმანიაში ბოლო ვიზიტისას ვჯღაბნე რაღაცა

7.03.2010

ქართული უნიკოდ – შრიფტი მატარებლის ფანჯრებს მიღმა გერმანიის ყველაზე გაუგებარი ადგილების ხედების მონაცვლეობის ფონზე. ეხლა ვატყობ, რომ დავიღალე, არც უახლოესი პერსპექტივა ჟღერს მანუგეშებლად – შუადღის ორი საათია, საღამოს შვიდამდე ამ და კიდევ სხვა რამდენიმე მატარებელში უნდა ვიჯდე, გადავჯდე, გადმოვჯდე.. შორს არის ნიურნბერგი, ჩემი დესტინეიშენ პოინტი. სამაგიეროდ, იქ კარგი ხალხი მელოდება, და მერე – ჩემი საოცნებო ქალაქი – ბამბერგი. არ ვიცი, რა დამრჩა ამ ქალაქში, როცა იქაურობას ვტოვებდი, ყველაფერი ჩავალაგე და რაც ვერ წამოვიღე, გოგოებს გავუნაწილე, საკმაოდ ბევრი რამე კი – კობურგში დავუტოვე შესანახად ერთ მეგობარს. დღემდე არ წამომიღია ისინი, 5 წელი გავიდა :)) მაგრამ, კობურგისკენ დიდად არ მიმიწევს გული, ბამბერგში – ყოველთვის. ნუ, ოთხი წელი რომ იცხოვრებ ძალიან ლამაზ და თანაც პატარა ქალაქში, შენი ზომა რომ არის ზუსტად, კარგად რომ მოირგებ, თან ძალიან ლამაზია, თვალს ვერ წყვეტ ოთხი წლის შემდეგაც, საოცნებოდ რომ განგაწყობს ნებისმიერ დროს, თან ძალიან საყვარელი მოგონებები რომ გაკავშირებს, საუკეთესო წლები გაქვს გატარებული, საუკეთესო ხალხთან ერთად (რომელთაგან თითქმის აღარავინ დარჩა იმ ქალაქში) –წესით აღარ უნდა გიჩნდებოდეს ეს კითხვა – რა დავტოვე ამისთანა ამ ბამბერგში, სულ რომ იქით მიმიწევს გული და გერმანიაში ჩამოსული შანსს როგორ გავუშვებ ხელიდან, რომ არ ჩავიდე და არ მოვინახულო ის საყვარელი ადგილები.. გასაგებია, მაგრამ, თითქოს კიდევ რაღაც დამრჩა ამ ყველაფრის მიღმა, რაღაც ვერ დავამთავრე, შუა გზაში გავწყვიტე. ბოლომდე ვერ აღმოვაჩინე, ყველაფერი არ ვნახე, ბოლომდე ვერ დავტკბი. და იმის მერე დავეძებ იმ რაღაცას, რაც დავკარგე თუ ვერც ვიპოვე.. თუმცა, რომ დავფიქრდი ეხლა, მივხვდი, რომ პრინციპში, ვერც გავძღებოდი ამით ვერასოდეს, ტყუილა უნდა გამელია კიდევ უამრავი წელი იმის იმედით, რომ ამ რაღაცას ვიპოვიდი და დავწყნარდებოდი – მე მგონი, კარგია, კი არა და, ძალიან კარგია, რომ თავისთავად შეწყდა ჩემი გატაცება გერმანული ზღაპრებით. I’m glad!

Hassloch –ასე ქვია ქალაქს თუ დაბას, სადაც გაჩერდა ახლა ჩემი მატარებელი. სანაქებო სახელია, ჯერ ლოხი(ხვრელი) რო ხარ და პლიუს ჰასლოხი (სიძულვილის ხვრელი..) :)) არაა, აქ არ ვისურვებდი ცხოვრებას. მშვენიერ ქალაქში ვცხოვრობ, მშვენიერი თბილი სახელწოდებით, სადაც ახლა ჩემი თბილი ბავშვები მელიან, მმმ, მიყვარს და მენატრება ის ორი ძაან! :))

Irgendwas auf Deutsch wollte ich schreiben, dass weiss ich noch. Was aber, das weiss ich leider nicht mehr. Ich hasse das.

Das war so ein Spruch oder so etwas, meine Güte, was war das denn? Deswegen hätte ich es sofort aufschreiben müssen, wo ich so was von an Altsheimer leide.

Irgendwas in der Art – Wo man singt, da lass dich nieder, schlechte Menschen haben keine Lieder – muss es gewesen sein..

There’s no way, I’m comin’ back to you – ვგიჟდები ჯემი როქუაიზე.

კარგი ვქენი, თან რომ წამოვათრიე ეს ჯაბახანა(ლეპტოპს ვგულისხმობ..:) ვწერ აგერ მატარებლებში, სევდას ვიქარვებ. მოწყენილობას, უფრო ზუსტად.

აუ, დღეს რა კლაუსური მივეცი :)) ვერ ვიტან ამ იდიოტურ გამოთქმას, ოღონდ. :D არა, მართლა არ მეგონა, რომ რაღაცას მოვაბამდი თავს.. მადლობა ღმერთს, все уже позади!

აი, ამას ჰქვია იძულების წესით წერა. თბილისში ამდენი ხანი რა გამაჩერებდა ვორდში ტყუილუბრალოდ? :) მიხარია, ნიურნბერგში სადმე ჩამოვსკუპდები (ეჰ, კარგი ამინდები მაინც ყოფილიყო, ჯანდაბა ამათ თავს) და ვიმეცადინებ (როსღა გვეღირსოს ჩვენ დაძინება?:|)

ეჰ, ვერავის ინტერნეტში ვერ შევძელი შეძრომა, არც მქონდა დიდი იმედი, მეტი საქმე არ აქვთ გერმანელებს, სხვების ხელმისაწვდომად დატოვონ საკუთარი ოფლით მოპოვებული ვაიარლეს ნეტვორკი :))) სადგურებზე რო ჩერდება მატარებელი, ვჩალიჩობ, ეგერვე ვპოულობ რამდენიმე ნეტვორკს და ვეჩალიჩები, ერთი–ორს მართლა არ ჰქონდა პასვორდი დადებული ჩემდა გასაკვირად, მაგრამ, მაინც არ შემიშვა.. რა მნიშვნელობა აქვს, პასვორდს მოგთხოვს თუ სხვანაირად ჩაგიკეტავს გზას. :D

რაო, სადო? იპჰოფენში შევდივართ ეხლა, რამეს გეუბნებათ ეს გეოგრაფიული სახელწოდება? დას ბეცვაიფლე იჰ ზეერ.

ერთი საათიც და მოვრჩები ამ მარაზმში ყოფნას. აღარ შემიძლია, სულ ვამბობდი, ვგიჟდები გერმანიაში მატარებლით მგზავრობაზე თქო, მაგრამ ეტო უჟე სლიშკომ. დავიღალე, ხოდერ!

Aber bitte mit Sahneee. არის ასეთი ნემენცური სიმღერა, ერთობ სახალისო. ეგრეთ წოდებული შლაგერი. კაი გამახსენდა, უნდა მოვიძიო იუთიუბსა ზედა. (Übrigens, დღეს იუთუბიც კი მოვიხსენიე ჩემს კლაუსურში..ჰარც) გახსენებით კი ამან გამახსენა – წარწერამ მატარებლის სარკმელზედ – Steigen Sie ein! Aber bitte nur mit Fahrkarte.

So, so. ხოლო სარკმელზე, და მით უმეტეს, მატარებლის სარკმელზე ნოე და სოფრომი გამახსენდნენ – ჩემი და ნინოს ბოლო დროის (ან ყველა დროის :)) საყვარელი პერსონაჟები.. которых мы лелеяли.. ნუ, ვოტ, პრიეხალი. რეხნულასა ია..:))))))))))

18:24 დოიჩე ცაით. Liebe Leute, helft mir. აღარ მინდა მატარებელი, რაა! 18:54–ზე უნდა ვიყო ნიურნბერგში. ჰოსპოძი, პომილუი. წავედი ეხლა, დავხურე ეს ლეპი, თორე ძალიან გადაივსო აქაურობა მგზავრებით, გასავლელი აღარ არის. წაგვლეკეს ამ ჩამოსულებმა გერმანიაში..



Freitag, 19. März 2010

ტეხავს

ეხლა ვხვდები, რამდენი ხალხია, ვისაც გული დაუწყვეტია ჩემთვის, გულგრილობით.

გოგოებს, ბიჭებს, ქალებს, კაცებს...

ალბათ ამდენივეა, რომელთათვისაც მე დამიწყვეტია გული.

ან ცოტა ნაკლები. არ ვიცი, კვლევა უნდა ჩავატარო :)

და დავიარებით მას შემდეგ ასე გულგატეხილები ყველანი, ვინც მე მატკინა გული, იმას სხვებმა ატკინეს, ვისაც მე ვატკინე, იმან - სხვებს. ესეა რა.

ტეხავს. გულგატეხილობა :)

Mittwoch, 6. Januar 2010

Never say never!

არასოდეს თქვა არასოდეს!

ჰმ..

არასოდეს თქვა, რომ არასოდეს დაგავიწყდება, მაგრამ ნურც იმას იტყვი, რომ აღარასოდეს გაიხსენებ.
არც ის თქვა, რომ არასოდეს გყვარებია, და არც ის, რომ არასოდეს შეგიყვარდება.
თურმე არც ის უნდა თქვა, რომ თავს არასოდეს მოიკლავ.. და არასოდეს დაუშვებ ამას, ან იმას..

რა მშვენიერი მზე ანათებს და როგორ ცივა..

"იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები"

გალაკწიჩესკი.

სასწაული მჭირდება. რომ მოვასწრო ეს ყველაფერი. I need a miracle.