Montag, 2. August 2010

დოიჩლანდ ონ მაი მაინდ

გერმანია ყველაზე ეგზოტიკური ქვეყანაა შესაძლო ქვეყნებს შორის. აქ რუსის ბიჭი ლაქლაქებს ტელეფონზე ჩემგან რამდენიმე სავარძლის დაშორებით მატარებელში და ჰგონია, არავის ესმის მისი ეგზოტიკური ენა. თურქულ სასაუზმეში მაგიდასთან ჩამომჯდარი დონერ-ქებაბს რომ შევექცევი, ყველაზე მეტად რომ ასოცირდება ჩემთვის გერმანიასთან, იქვე, ჩემს უკანა მაგიდასთან მეპატრონეები - ქურთი დედა-შვილი საუბრობენ თავიანთ ეგზოტიკურ ენაზე.
მე მონატრებული გერმანიის ევროპული ქუჩებით ვტკბები, გვერდზე ჩიხიდან კი ბერძენი კაცები გამოდიან, ახალგაზრდა ბერძენი ბიჭი შავი მაიკით და ღიპით, ცხვირისმიერი, მაგრამ საყვარელი ბერძნული ხმით ყვება რაღაცას, ქართველივით, მაგრამ ბერძნულად. პორტოკალო.
იტალიელი თინეიჯერი გოგონები სხდებიან ჩემს უკან მატარებელში. მათი საუბრიდან თითო-ოროლა სიტყვას ვარჩევ - ragazza, identico - და ვთვლი, რომ ვიღაც ნაცნობს მიმამსგავსეს. არა, კიდევ სხვა რაღაცეებიც მესმის ცოტა. მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია ალესანდროს გაკვეთილებს.
აქვეა გერმანელი გოგოც, ერთი კი არა, ყველა, ტიპიური, უამრავი - მოვლილი, ლამაზი ლურჯი თვალებით, გრძელი ოქროსფერი თმით, სვეტსკად ჩაცმული, სერიოზული, ღირსეული გამომეტყველებით - ხო, ვისაც გაუკვირდა - ასეთები არიან ახალგაზრდა გერმანელი გოგოები. არსებობენ, რა თქმა უნდა, სხვანაირი ტიპებიც, მაგრამ ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია დღესდღეობით, ჩემის აზრით.

კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტში რაღაც საყვარელი ჯგუფი შევიკრიბეთ ამ სემესტრის სემინარზე. ყველას სახელი არ მახსოვს, მაგრამ არ არის პრობლემა - სემინარის შემდეგ მოდერატორი იზრუნებს და მოგვამარაგებს ყველა საჭირო ინფორმაციით, მათ შორის, საკონტაქტოთიც. ჩემი სახელი კი, დარწმუნებული ვარ, ყველას ახსოვს - ეგზოტიკურია.
რაღაც საყვარლად ვისხედით ყველანი საღამოობით და ვსადილობდით სასტუმროს რესტორნის ღია (ცის ქვეშ) ნაწილში. სემინარის სამი დღეც სასიამოვნოდ წარიმართა.
მარიტით დავიწყებ - ყველაზე დიდია მოცულობით და პირველი ეგ მახსენდება. თან - ქართველი ქმარი ყოლია. რომელსაც, როგორც იქნა თავი დავაღწიეო - გამიმხილა (სად იპოვე მეთქი, მე ვკითხე:) მხიარული, ქარაფშუტა,მაგრამ სრულიად გერმანელი თავისი არსით. მის ქალიშვილს ბრიტა ქვია, 11 წლისაა და სრულწლოვანი რომ გახდება, მერე ჩამოვიყვან ერთხელ საქართველოში და სამშობლოს ვაჩვენებო. მანამდე რომ ნახოს მამამისმა (აზრზე არ ვარ, სად არის, მაგრამ მაინცო), შეიძლება მოითხოვოს მისი დატოვება და მაგის თავი არ მაქვსო. ადრეც ყოფილა ქმართან ერთად საქართველოში, რომელზეც მხოლოდ ის მითხრა, რომ დავითი ჰქვია, თუმცა, შვილი არასოდეს უნახავსო.
მოკლედ, soviel zu Marit.
ეხლა ანდრეასი. უტიპიურესი, ურ-გერმანელი. არქეტიპი. აი, ჰიპ, გარემოს დამცველ და გათიშულ გერმანელს შორის, თან - ჩაცმის აზრზე რომ არ არის, რაღაც სისულელეები აცვია და მწვანე, კვასკვასა და კუსკუსა მანქანა ჰყავს. სინამდვილეში არც ჰიპია და არც გარემოს დამცველი (ნუ, მაშინ მანქანა არ უნდა ჰყოლოდა, არსებობს ასეთი ტიპიც), აი, გათიშული კი ნამდვილად არის. უფრო სწორედ, არც ისეთი გათიშულია, როგორც მერე ირკვევა. საკმაოდ აზრზე მოსულიც არის, ხუმრობაც საკაიფოდ შეუძლია და ძალიან საყვარელი ხასიათი აქვს. მაგრამ, ეს საოცარი გამომეტყველება გკლავს თავიდან. რბილი ლ-სავით :) თუმცა, ეს არაფერ შუაშია აქ. მოკლედ, რა დავარქვა ამ გამოხედვას? ცისფერთვალა, გაოცებული კი არა, გაოგნებული გერმანული გამოხედვა. აბსოლუტურად კეთილგანწყობილი, მაგრამ მაგარი სასაცილო. აი, ვგიჟდები ასე რომ მიყურებენ. ჩემი ჰობია. უფ, აღარ გავაგრძელებ ამაზე, ჯობია :))
მოკლედ, მერე გაირკვა, რომ ძალიან მძიმე სტრესი გადაუტანია, საღამოს ვისხედით რესტორანში ყველანი და ბოლოს მე, ანდრეასი და ის ბიჭი შემოვრჩით - კათოლიკური თეოლოგიის ლექტორი როა ჩემს საყვარელ ბამბერგში და ცოლი - პროტესტანტი მღვდელი ჰყავს :)))))) აქაც, ჯობია, აღარ გავაგრძელო, მაგრა მეცინება. ისე, ძალიან მხიარული, ცოცხალი და კეთილგანწყობილი ტიპია ესეც (სახელი არ მახსოვს). ბევრი ვისაუბრეთ რელიგიებზე იმ საღამოს და ბოლოს ანდრეასმა მოგვიყვა თავისი burnout-ის ისტორია. ხელები უკანკალებდა, რომ ყვებოდა. რაც მეც შევნიშნე და თეოლოგმაც, ოღონდ არ ვიმჩნევდით და ვამხნევებდით, რომ განეგრძო მოყოლა. ბოლოს ძალიან შემცივდა გარეთ ჯდომისგან და იძულებულები გავხდით, ავშლილიყავით. და ვფიქრობდი - ეხლა ამან თავს რამე არ აუტეხოს მეთქი. :) თუმცა, გადავრჩით. მეორე დღეს целый და невредимый გამოგვეცხადა სემინარზე.

ალფრედ შულცე - უსაყვარლესი ბიჭი, მაგრამ ნახევარს ვერ ვიგებდი მისი ნათქვამიდან (არადა, კარგ რაღაცეებს ამბობდა აშკარად, ხუმრობდა) - ისეთ შვაბურ დიალექტზე უქცევდა. მაინც დავმეგობრდით.
ფელიქს კასპარი - ესეც კაი ბიჭია, ამას მანამდე ონლაინ ვიცნობდი, რადგან ონლაინ-სემინარში მივიღეთ მონაწილეობა ერთად. და წარმომიდგენია, როგორ ვერ მიტანდა მაშინ, სულ რომ ვაგვიანებდი ნაშრომის დადებას ფორუმზე, მთელი ჯგუფი რომ მე მელოდებოდა :) თუმცა, ახლა საკმაოდ დადებითად განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ და ერთადაც ვიცინეთ. ისე, რა მაგარია, მგონი იშვიათია, რომ მთელი ჯგუფის მიმართ подряд გაგიჩნდეს სამ დღეში ასეთი სიმპატია. კაი ტიპი იყო ეგვიპტელი ალააც. Alaa- ესე იწერებოდა. ქართველივით ხუმრობდა. ნავაროჩენი ქართველივით. ნუ, ვითომ ნავაროჩენივით. მაგრამ, საყვარელი იყო. ასევე იოახიმ მიონხი - 1,90 სმ სიმაღლეში. სულ იმას მოსთქვამდა, სემინარის ოთახის კარებს თავს რომ ურტყამდა. ორი ქალიშვილი მყავს ორი სხვადასხვა ქალისგან და ჩემი გოგო ყველას ამაყად უყვება - მამაჩემი სტუდენტიაო.
ყველაზე ნაკლები ემოციები ულის მიმართ გამიჩნდა - ზუსტად ჩემი ასაკის გერმანელი გოგო, ლამაზი ლურჯი თვალებით, ღირსეულად ჩაცმული, ზედმეტად სერიოზული - აი, ზუსტად ისეთი, ზემოთ რომ აღვწერე. მაგრამ, თითქმის არ იცინოდა, მემგონი ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება გულგრილი დამტოვოს ადამიანის მიმართ. ვგიჟდები სიცილზე ;)

3 Kommentare:

© hat gesagt…

მარიკა, მე მივხვდი! შენ რაც შეიძლება ხშირად უნდა მიგავლინონ გერმანიაში, რომ წერო!

გაღიმებულმა ჩავიკითხე! :) :*

ვგიჟდები, ამ ყველაფერზე და შენზე! :)

და ისე მომენატრა, ისე მომინდა ახლა ამ რაღაცეების შეგრძნება...

გპირდები, თუ გამოვიდა სექტემბრის წასვლა, აუცილებლად დავწერ მერე მეც! :) ან იქვე! :)

© hat gesagt…

პ.ს. და ანდრეასსაც სციოდა იქნებ, შენ თყ გციოდა და კანკალებდი. და იქნებ ამიტომ უკანკალებდა ხელები :))))

Marika hat gesagt…

:)))))))))))))))))
ოოო, კაი რა, არ მაწყობს, არ სციოდა, მე მაწყობს, რომ ნერვიულობისგან უკანკალებდეს ხელები, ნუ დამინგრიე მთელი სიუჟეტი შენი (სრულიად რეალისტური) დაკვირვებით :))))))))))))))

:***