Dienstag, 13. Juli 2010

გერმანიაში ბოლო ვიზიტისას ვჯღაბნე რაღაცა

7.03.2010

ქართული უნიკოდ – შრიფტი მატარებლის ფანჯრებს მიღმა გერმანიის ყველაზე გაუგებარი ადგილების ხედების მონაცვლეობის ფონზე. ეხლა ვატყობ, რომ დავიღალე, არც უახლოესი პერსპექტივა ჟღერს მანუგეშებლად – შუადღის ორი საათია, საღამოს შვიდამდე ამ და კიდევ სხვა რამდენიმე მატარებელში უნდა ვიჯდე, გადავჯდე, გადმოვჯდე.. შორს არის ნიურნბერგი, ჩემი დესტინეიშენ პოინტი. სამაგიეროდ, იქ კარგი ხალხი მელოდება, და მერე – ჩემი საოცნებო ქალაქი – ბამბერგი. არ ვიცი, რა დამრჩა ამ ქალაქში, როცა იქაურობას ვტოვებდი, ყველაფერი ჩავალაგე და რაც ვერ წამოვიღე, გოგოებს გავუნაწილე, საკმაოდ ბევრი რამე კი – კობურგში დავუტოვე შესანახად ერთ მეგობარს. დღემდე არ წამომიღია ისინი, 5 წელი გავიდა :)) მაგრამ, კობურგისკენ დიდად არ მიმიწევს გული, ბამბერგში – ყოველთვის. ნუ, ოთხი წელი რომ იცხოვრებ ძალიან ლამაზ და თანაც პატარა ქალაქში, შენი ზომა რომ არის ზუსტად, კარგად რომ მოირგებ, თან ძალიან ლამაზია, თვალს ვერ წყვეტ ოთხი წლის შემდეგაც, საოცნებოდ რომ განგაწყობს ნებისმიერ დროს, თან ძალიან საყვარელი მოგონებები რომ გაკავშირებს, საუკეთესო წლები გაქვს გატარებული, საუკეთესო ხალხთან ერთად (რომელთაგან თითქმის აღარავინ დარჩა იმ ქალაქში) –წესით აღარ უნდა გიჩნდებოდეს ეს კითხვა – რა დავტოვე ამისთანა ამ ბამბერგში, სულ რომ იქით მიმიწევს გული და გერმანიაში ჩამოსული შანსს როგორ გავუშვებ ხელიდან, რომ არ ჩავიდე და არ მოვინახულო ის საყვარელი ადგილები.. გასაგებია, მაგრამ, თითქოს კიდევ რაღაც დამრჩა ამ ყველაფრის მიღმა, რაღაც ვერ დავამთავრე, შუა გზაში გავწყვიტე. ბოლომდე ვერ აღმოვაჩინე, ყველაფერი არ ვნახე, ბოლომდე ვერ დავტკბი. და იმის მერე დავეძებ იმ რაღაცას, რაც დავკარგე თუ ვერც ვიპოვე.. თუმცა, რომ დავფიქრდი ეხლა, მივხვდი, რომ პრინციპში, ვერც გავძღებოდი ამით ვერასოდეს, ტყუილა უნდა გამელია კიდევ უამრავი წელი იმის იმედით, რომ ამ რაღაცას ვიპოვიდი და დავწყნარდებოდი – მე მგონი, კარგია, კი არა და, ძალიან კარგია, რომ თავისთავად შეწყდა ჩემი გატაცება გერმანული ზღაპრებით. I’m glad!

Hassloch –ასე ქვია ქალაქს თუ დაბას, სადაც გაჩერდა ახლა ჩემი მატარებელი. სანაქებო სახელია, ჯერ ლოხი(ხვრელი) რო ხარ და პლიუს ჰასლოხი (სიძულვილის ხვრელი..) :)) არაა, აქ არ ვისურვებდი ცხოვრებას. მშვენიერ ქალაქში ვცხოვრობ, მშვენიერი თბილი სახელწოდებით, სადაც ახლა ჩემი თბილი ბავშვები მელიან, მმმ, მიყვარს და მენატრება ის ორი ძაან! :))

Irgendwas auf Deutsch wollte ich schreiben, dass weiss ich noch. Was aber, das weiss ich leider nicht mehr. Ich hasse das.

Das war so ein Spruch oder so etwas, meine Güte, was war das denn? Deswegen hätte ich es sofort aufschreiben müssen, wo ich so was von an Altsheimer leide.

Irgendwas in der Art – Wo man singt, da lass dich nieder, schlechte Menschen haben keine Lieder – muss es gewesen sein..

There’s no way, I’m comin’ back to you – ვგიჟდები ჯემი როქუაიზე.

კარგი ვქენი, თან რომ წამოვათრიე ეს ჯაბახანა(ლეპტოპს ვგულისხმობ..:) ვწერ აგერ მატარებლებში, სევდას ვიქარვებ. მოწყენილობას, უფრო ზუსტად.

აუ, დღეს რა კლაუსური მივეცი :)) ვერ ვიტან ამ იდიოტურ გამოთქმას, ოღონდ. :D არა, მართლა არ მეგონა, რომ რაღაცას მოვაბამდი თავს.. მადლობა ღმერთს, все уже позади!

აი, ამას ჰქვია იძულების წესით წერა. თბილისში ამდენი ხანი რა გამაჩერებდა ვორდში ტყუილუბრალოდ? :) მიხარია, ნიურნბერგში სადმე ჩამოვსკუპდები (ეჰ, კარგი ამინდები მაინც ყოფილიყო, ჯანდაბა ამათ თავს) და ვიმეცადინებ (როსღა გვეღირსოს ჩვენ დაძინება?:|)

ეჰ, ვერავის ინტერნეტში ვერ შევძელი შეძრომა, არც მქონდა დიდი იმედი, მეტი საქმე არ აქვთ გერმანელებს, სხვების ხელმისაწვდომად დატოვონ საკუთარი ოფლით მოპოვებული ვაიარლეს ნეტვორკი :))) სადგურებზე რო ჩერდება მატარებელი, ვჩალიჩობ, ეგერვე ვპოულობ რამდენიმე ნეტვორკს და ვეჩალიჩები, ერთი–ორს მართლა არ ჰქონდა პასვორდი დადებული ჩემდა გასაკვირად, მაგრამ, მაინც არ შემიშვა.. რა მნიშვნელობა აქვს, პასვორდს მოგთხოვს თუ სხვანაირად ჩაგიკეტავს გზას. :D

რაო, სადო? იპჰოფენში შევდივართ ეხლა, რამეს გეუბნებათ ეს გეოგრაფიული სახელწოდება? დას ბეცვაიფლე იჰ ზეერ.

ერთი საათიც და მოვრჩები ამ მარაზმში ყოფნას. აღარ შემიძლია, სულ ვამბობდი, ვგიჟდები გერმანიაში მატარებლით მგზავრობაზე თქო, მაგრამ ეტო უჟე სლიშკომ. დავიღალე, ხოდერ!

Aber bitte mit Sahneee. არის ასეთი ნემენცური სიმღერა, ერთობ სახალისო. ეგრეთ წოდებული შლაგერი. კაი გამახსენდა, უნდა მოვიძიო იუთიუბსა ზედა. (Übrigens, დღეს იუთუბიც კი მოვიხსენიე ჩემს კლაუსურში..ჰარც) გახსენებით კი ამან გამახსენა – წარწერამ მატარებლის სარკმელზედ – Steigen Sie ein! Aber bitte nur mit Fahrkarte.

So, so. ხოლო სარკმელზე, და მით უმეტეს, მატარებლის სარკმელზე ნოე და სოფრომი გამახსენდნენ – ჩემი და ნინოს ბოლო დროის (ან ყველა დროის :)) საყვარელი პერსონაჟები.. которых мы лелеяли.. ნუ, ვოტ, პრიეხალი. რეხნულასა ია..:))))))))))

18:24 დოიჩე ცაით. Liebe Leute, helft mir. აღარ მინდა მატარებელი, რაა! 18:54–ზე უნდა ვიყო ნიურნბერგში. ჰოსპოძი, პომილუი. წავედი ეხლა, დავხურე ეს ლეპი, თორე ძალიან გადაივსო აქაურობა მგზავრებით, გასავლელი აღარ არის. წაგვლეკეს ამ ჩამოსულებმა გერმანიაში..



6 Kommentare:

ketketa hat gesagt…

:) ტყვიასავით შემოვვარდი, ახალი პოსტი დაწერა მარიკამო, რო მოვიდა სიგნალი:))))
ოოო, შენი ზმოა საყვარელი ქალაქი რო გაააქვს:)
და როგორი ემოციებიი...
რაღაცნაირი ხარ შენ, მარიკა, აი რარაცნაირი:)
არავინ რო არ არი ეგეთი:)

ketketa hat gesagt…

ზმოა არა რაა:)))))

© hat gesagt…

:) მარიკა, ვისიამოვნე! შეგრძნებების დონეზე ვისიამოვნე ფრიად!!! :)

ხშირად უნდა გაგიშვათ მგონი გერმანიაში, თან ისე, რომ მატარებელში მინიმუმ 3 საათი ჯდომა და მინიმუმ 4 უცნაურსახელიანი ქალაქის გავლა მოგიწიოს (ოღონდ კაი, გადაჯდომის გარეშე :) ) :)

აბა სხვანაირად ვერ შემოგიტყუებთ აქ და ვერ გათქმევინებთ რა გინდა და რას გრძნობ :))) :*

Marika hat gesagt…

გოგოებო, ლამაზებოოო :))
გენაცვალეთ თქვენ მე :დ აიტ!
ცისია, რა კარგი იდეები გაქვს, ღმერთმანი :)))))) მე მომწონს ;)

Kalo hat gesagt…

ჰაჰააა, ნოე და სოფრომი რო გაგახსენდა :–):–):–):–)
და ჩამოსულებმა რო წალეკეს გერმანია მაგაზეც ვიცინე :–)
და საერთოდაც კეთილი ინებე და ხშირად წერე ხოლმე, გაიგე ფრაუ? ან ფრეკენ (ფრეკენ ბოკ. ფრეკენ ბოკ კერესელიძე):–):–):–):–)
P.S. და ეს ვორდ ვერიფიქეიშენი მოაშორე რაა, რა უბედურებაა, რომელი საუკუნეა :–):–) ვგიჟდები ყველაფერზე რომელი საუკუნეას რომ ამბობენ :–):–)

Marika hat gesagt…

ჰმ, რა მკაცრი ხარ, ნინოო? :D (რატომ ბრაზობ, სოსო-ინტონაციით)
შენა და, როგორ უნდა, როო, მაგ ვორდ-ვერიფიკეიშენის მოშორება? მე მაინც მე-20 საუკუნეში ფეხადგმული ბლოგერი ვარ, იხ ნიქს ფერშტეენ ;)